შაბათი, 2024-12-28, 1:43 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 31 » ადგილი, საიდანაც წარსულსა და მომავალში გასვლა შეიძლება
8:53 PM
ადგილი, საიდანაც წარსულსა და მომავალში გასვლა შეიძლება


დროში მოგზაურობაზე ადამიანები უხსოვარი დროიდან ოცნებობდნენ. მსოფლიო ფოლკლორში ამ ოცნებამ თავისი ასახვა ჰპოვა. ზღაპრული თუ მითური გმირები ხშირად მოგზაურობენ წარსულში და აწმყოს ცვლიან. მათ მომავლის განჭვრეტა, დანახვა და შეცვლაც შეუძლიათ. დროის მანქანაზე უამრავი ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოები შეიქმნა და იქმნება ლიტერატურასა თუ კინოში. ამ "მანქანის" შექმნაზე მეცნიერები სრული სერიოზულობით მუშაობდნენ და ჩვენს დროშიც – ერთი მხრივ, პრაგმატიზმისა და, მეორე მხრივ, ტექნიკის არნახული განვითარების ეპოქაში – იმედს ისევ არ კარგავენ, რომ დადგება დღე, როცა ადამიანი შეძლებს წარსულსა თუ მომავალში შეღწევას. ადამიანის სწრაფვა შეუცნობელის შეცნობისაკენ, სამყაროს საიდუმლოებებში წვდომისაკენ დაუოკებელია. ასტროლოგებსა და ეზოთერიკოსებში არსებობს ინფორმაცია, რომ ტიბეტში, ეგრეთ წოდებულ სარკეების ველზე, მომავლისა და წარსულის კარიბჭე იხსნება, საიდანაც ადამიანებს წარსულსა და მომავალში მოგზაურობა შეუძლიათ, ოღონდ არა – ფიზიკურად, არამედ ცნობიერებაში.

სხვა საკითხია, რას მოუტანს ეს კაცობრიობას. ქრისტიანული რელიგიის სწავლებით, იმ ზღვარის გადალახვამ, რაც თვით სამყაროს შემოქმედის, უფლის მიერ არის დაწესებული, ადამიანს შეიძლება ის ხვრელები გაუხსნას, საიდანაც მის სულში დემონები და ბნელი ძალები შეაღწევენ, ეს კი სრული დაღუპვაა.


– მეცნიერულად დროის მანქანის შექმნის შესაძლებლობა მაშინ გაჩნდა, როცა აინშტაინის ფარდობითობის თეორია შეიქმნა. ამ თეორიის მიხედვით, თუკი ადამიანი სინათლის სიჩქარეს მიაღწევს, მაშინ ის შეძლებს მოხვდეს მომავალში. შემდეგ აღმოჩნდა, რომ იმავე თეორიის მიხედვით, ადამიანს წარსულშიც შეუძლია მოხვედრა. 1949 წელს მათემატიკოსმა გებელმა აინშტაინის განტოლებების საფუძველზე შექმნა დროის მანქანის მათემატიკური მოდელი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა წარსულსა და მომავალში მოგზაურობა. მის მათემატიკურ მოდელს საკმაოდ ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. თავად გებელიც ამბობდა, რომ პრაქტიკულად ამის განხორციელება შეუძლებელია, რადგან მათემატიკური მოდელი პრაქტიკულად რომ განეხორციელებინათ, ადამიანს უნდა მიეღწია სინათლის სიჩქარისთვის ან უდიდესი სიძლიერის გრავიტაციის ველი უნდა შეექმნა. თეორიულად ამის შესაძლებლობა არსებობს.

ფილოსოფოსები დროის მანქანის აბსურდულობას ამტკიცებდნენ. წარმოიდგინეთ, ადამიანი ფიზიკურად მართლაც მოხვდა წარსულში, იქ კი თუნდაც პეპელას დააბიჯა ფეხი ან შემთხვევით წრუწუნა მოკლა. მაშინ ხომ ათასობით წრუწუნა აღარ დაიბადება, ანუ, ამ ლოგიკით, წარსულში ფიზიკურად მოხვედრის შემთხვევაში აწმყოს ნებისმიერ შემთხვევაში შევცვლით. ასე აწმყო თავდაყირა დადგება და შეიძლება დედამიწამ არსებობა შეწყვიტოს.

– მიუხედავად ამ საშიშროებისა, მეცნიერები "დროის მანქანის" შექმნაზე მაინც მუშაობდნენ და ეს ჩვენს ეპოქაშიც გრძელდება.

– სხვადასხვა დროს რამდენიმე "დროის მანქანა" შეიქმნა. მეცნიერმა კიტ ტორნიმაც შექმნა, მაგრამ ისიც მათემატიკური მოდელია. ჩვენ სამ განზომილებიან სამყაროში ვცხოვრობთ. ტორნის თეორიით, სამყაროში დამატებით კიდევ რომ შეიქმნას სამ განზომილებიანი ხვრელი, რომელსაც მეცნიერები თხუნელას ხვრელს უწოდებენ, საშუალება გვექნება, მოვხვდეთ წარსულში ან მომავალში. ამ შემთხვევაშიც საჭირო იქნება სინათლის სიჩქარე ან უდიდესი გრავიტაციული ველი, რომლის შექმნაც ჯერჯერობით კაცობრიობას არ შეუძლია.


– ამბობენ, რომ "დროის მანქანაზე" ფაშისტებიც მუშაობდნენ. ჰიტლერი მასზე მომუშავე მეცნიერებს დიდ თანხას უხდიდა.

– მესამე რეიხს ჰქონდა სპეციალური განყოფილება, სადაც ეზოთერიკას იკვლევდნენ, ტიბეტში მოგზაურობდნენ. "დროის მანქანის" შექმნას რომ ცდილობდნენ, ამაზე დოკუმენტური ფილმებიც არსებობს. ისინი მფრინავი თეფშების შექმნაზეც მუშაობდნენ. სხვათა შორის, ტიბეტში ჩაზნექილი სარკეების ველზე ისინიც აწყობდნენ ექსპერიმენტებს. მოკლედ, ასეა თუ ისე, კაცობრიობა დგას იმ აღმოჩენის ზღურბლზე, როცა ადამიანი ქვეცნობიერად შეძლებს დროში მოგზაურობას. ეს სრულიად რეალურია, მაგრამ ის აწმყოსა და მომავალში ვერაფერს შეცვლის.
კატეგორია: მეცნიერება | ნანახია: 740 | დაამატა: NuKKeR | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz