 ალბათ ყველამ იცის ვინ იყო აბრაამ ლინკოლნი… ის ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 16_ე პრეზიდენტი იყო, რომელმაც სახელი გაითქვა იმით, რომ გაანთავისუფლა შავკანიანი მონები და პირველი პრეზიდენტი იყო რომელიც მოკლეს, მაგრამ ეს ფილმი არ ეხება აბრაამ ლინკოლნის პოლიტიკურ მოღვაწეობას, ეს ფილმი ლინკოლნის ბნელ მხარეზეა, თუ რას აკეთებდა ბატონი პრეზიდენტი მას შემდეგ, რაც მზე ჩავიდოდა და ჟურნალისტების კამერები გაითიშებოდა.
ქალბატონებო და ბატონებო, თქვენს წინაშეა ამერიკის კიდევ ერთი სუპერგმირი, რომელიც ნიღაბს ამოფარებული ებრძვის ბოროტებას. დღისით ის პრეზიდენტია და ჩვეულებრივად ცხოვრობს, ღამით კი ნამდვილ შურისმაძიებლად იქცევა, რომელიც ბოროტ ძალებს – ვამპირებსა და დემონებს ხოცავს, ის თავისი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტია.
ერთი შეხედვით მარველის ერთ-ერთი კომიქსის ეკრანიზაციას ჰგავს, მაგრამ ეს ასე არ არის, რაოდენ ირონიულიც არ უნდა იყვოს ფილმის სულის ჩამდგმელი, რეჟისორი და სცენარის ავტორი არის რუსი რეჟისორი თემურ ბეკმამბეტოვი (Wanted), რომელმაც რამოდენიმე საინტერესო პროექტი უკვე შემოგვთავაზა, თუმცა საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ამერიკული პატრიოტიზმით გაჯერებულ ფილმს რუსი რეჟოსორი იღებს. საინტერესოა საბოლოოდ რა გამოვა.
აბრაამ ლინკოლნის როლს ასრულებს ბენჟამენ ვოლკერი (Benjamin Walker), რომელმაც სახელი გაითქვა ფილმით ჩვენი მამების დროშები (Flags of Our Fathers). ფილმში ასევე მონაწილეობენ მერი ელიზაბეტ ვინსტიდი (Live Free or Die Hard, Final Destination 3) და დომინიკ კუპერი (Captain America: The First Avenger). ფილმის მსოფლიო პრემიერა დაგეგმილია 2012 წლის 22 ივნისს.
|