შაბათი, 2024-12-28, 1:27 AM მოგესალმები სტუმარი | RSS
"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 31 » 5 დაწყევლილი ნაწარმოები
9:07 PM 5 დაწყევლილი ნაწარმოები |
სიმღერა "პირქუში კვირა"
1932 წელს, მეგობარ გოგონასთან განშორების შემდეგ, უნგრელმა რესო სერეზმა სიმღერა "პირქუში კვირა" დაწერა. ერთმა მუსიაკლურმა კომპანიამ სიმღერა შეიძინა და რამდენიმე რადიომ ააჟღერა კიდეც. აქედან კი უბედურებები დაიწყო. ბერლინში ახალგაზრდა კაცმა "პირქუში კვირა" შეუკვეტა მოუსმინა და თავი მოიკლა. რომში ერთი ბიჭი ხიდიდან გადახტა. ერთი კვირის შემდეგ პოლიციამ ჩამომხრჩვალი გოგონა აღმოაჩინა, რომელსაც პიანონიზე სიმღერის ნოტები ედო. ნიუ-იორკში სიმღერის დასრულების შემდეგ ბიჭი ფანჯრიდან გადახტა. რამდენიმე თვის შემდეგ ამ ნამუშევრის რადიოთი გაჟღერება აკრძალეს. სერეზმა მეგობარ გოგონასთან შერიგება გადწყვიტა, მაგრამ შეყვარებული გადაცვლილი იპოვა, გოგონას ხელში "პირქუში კვირის' ნოტები ეჭირა.
ფილმი "ეგზორცისტი"
ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ გარდაიცვალა მეოთხეხარისხოვანი როლის შემსრულებელი_ჯეკ მაკგოურანი, პრემიერის დღეს მთავარ გმირს_ მაქვს ზუდოვს ძმა მოუკვდა. ლინდა ბმერს (ქალის მთავარი როლის შემსრულებელი)_ბაბუა. ჯეისონ მილერის (მეორეხარიასხოვანი როლის შემსრულებელი) ქალიშვილი ავარიაში მოყვა და გონზე მოუსვლელი გარდაიცვალა. რეჟისორის მდივანი და ასისტენტი ქალები საგიჟეთში მოათავსეს.
ნახატი "წყლის შროშანები'
კლოდ მონეს "წყლის შროშანები" 100 წელია ხალხს შიშის ზარს სცემს,_ მისი ყველა მფლობელი დაიწვა. პირველი ხანძარი მხატვრის სახელოსნოში, ტილოს დასრულების შემდეგ გაჩნდა. შემდეგ მონმარტრის კაბარე დაიწვა, სადაც "წყლის შროშანები' ეკიდა. ტილო მეცენატმა ოსკარ შმიტცმა შეიძინა. ერთი წლის შემდეგ მისი სახლი ფერფლად იქცა, მხოლოდ ნახატი გადარჩა. შემდეგ იგი ნიუ_იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა შეიძინა, ხანძარი ოთხი თვის შემდეგ გაჩნდა და ტილოც სერიოზულად დაზიანდა.
ვაჰუკუ_ბავშვის კიმონო
მეჩვიდმეტე საუკუნეში, იაპონიაში ვაჰუკუსი (საბავშვო კიმონო) ყველას ეშინოდა.იგი პატარა გოგონასთვის შეკერეს, მაგრამ გოგონა მოულოდნელად გარდაიცვალა. ბაჰუკუ გააჩუქეს. შემედეგ მსხვერპლი მელიამ დაგლიჯა. მესამე გოგონა მეხმა განგმირა. ამ ფაქტის შმედეგ იაპონელმა მღვდელმა კიმონოს ცეცხლი წაუკიდა , ქალაქი ალმა მოიცვა ტოკიოს 4/3 დაიწვა_სამასი ტაძარი, ხუთასი სასახლე და 9 ათასი სავაჭრო ცენტრი; 100ათასი ადამიანი დაიღუპა.
ტუტანხამონის თილისმა
2005 წელს სამხრეთ აფრიკაში მცხოვრებმა ქალბატონმა ტუტანხამონის აკლდამიდან მოპარული სკარაბეუსის თილისმა ეგვიპტეში დააბრუნა. სკარაბეუსი 1992 წელს მოიპარეს. მისი პირველი მფლობელი მეზღვაური იყო. მისი გემი ჩაიძირა და თავადაც დაიღუპა. მისი ქალიშვილი 21 წლის ასაკში ლეიკემიით გარდაიცვალა. მომდევნო მფობელილის ქალიშვილიც 21 წლის ასაკში ლეიკემიიით დაიღუპა. მამამისიც ტრაგიკულად აღესრულა. ამის შემდეგ ქალმა თილისმა ეგვიპტეში დააბრუნა.
|
კატეგორია: მისტიკა |
ნანახია: 864 |
დაამატა: NuKKeR
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|