კვირა, 2025-06-15, 5:18 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 31 » 31 დეკემბერი
7:08 PM
31 დეკემბერი

31 დეკემბერი არის გრიგორიანული კალენდრის 365-ე დღე (ნაკიან წლებში – 366-ე დღე). წლის ბოლო დღე.


დღის მოვლენები 
535 : ბიზანტიელი გენერალი ბელიზარიუსი სიცილიას იპყრობს.
1229 : ჰაიმე I არაგონელი მედინა მაიურქას (პალმე დე მაიორკა) იპყრობს, იწყებს რა კუნძულზე ქრისტოანობის ბატონობას.
1600 : ბრიტანეთის ისტ-ინდოეთის კომპანია დაფუძნდა.
1687 : პირველი ჰუგენოტები საფრანგეთიდან კეთილი იმედის კონცხისკენ მიემგზავრებიან.
1695 : ინგლისში შემოიღეს ფანჯრის ბეგარა, რის გამოც მაღაზიების მფლობელებმა გადასახაის თავის ასარიდებლად ფანჯრები აგურით ამოავსეს.
1857 : დედოფალი ვიქტორია კანადის დედაქალაქად ოტავას, ონტარიო, ირჩევს.
1904 : ახალი წელი პირველად აღინიშნა ტაიმს სქვერზე, იმ დრო ლონგაკრის მოედანი, ნიუ-იორკი.
1909 : მანჰეტენის ხიდი გაიხსნა ნიუ-იორკში.
1923 : ბიგ ბენის ზარების რადიოტრანსლაცია მოხდა პირველად ბი-ბი-სი-ზე.
1944 : მმო - უნგრეთმა გერმანიას ომი გამოუცხადა.
1955 : ჯენერალ მოტორსი პირველი ამერიკული კორპორაცია ხდება რომლის წლიურმა შემოსავალმა ერთ მილიარდ აშშ-ის დოლარს გადააჭარმა.
1961 : მარშალის გეგმა დასრულდა ევროპის აღმშენებლობისთვის $12 მილიარდი დოლარის დახმარების გაცემის შემდეგ.
1963 : ცენტრალური აფრიკის ფედერაცია დაიშალა ზამბიად, მალავიდ და როდეზიად.
1990 : გარი კასპაროვმა ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა ანატოლი კარპოვზე გამარჯვებით.
1991 : სსრკ ოფიციალურად დაიშალა.
1999 : ბორის ელცინი გადადგა რუსეთის პრეზიდენტის პოსტიდან და პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტი მოვალეობის შემსრულებლად დატოვა.
1999 : აშშ-ის მთავრობამ პანამის არხზე კონტროლი პანამას გადასცა.
2004 : დღემდე მსოფლიოს უმაღლესი ცათამბჯენი ტაიპეი 101 ოფიციალურად გაიხსნა.
2009 : დაიხურა იგნალინას ატომური ელექტროსადგური ლიტვაში, ერთადერთი ჩერნობილის ტიპის ატომური სადგური ევროკავშირში.
2010 : ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი მოშე კაცავი დამნაშავედ სცნეს სექსუალურ ძალადობაში.
ამ დღეს დაბადებულნი 
1738 : ჩარლზ კორნუოლისი - ინგლისელი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე
1869 : ანრი მატისი - ფრანგი მხატვარი
1910 : იპოლიტე ხვიჩია - ქართველი მსახიობი.
1937 : ენტონი ჰოპკინსი - ვალიელ–ამერიკელი მსახიობი
ამ დღეს გარდაცვლილნი 
192 : კომოდუსი - რომის იმპერატორი .
1384 : ვიკლიფი, ჯონ - ინგლისელი თეოლოგი, რეფორმატორი.
1691 : ბოილი, რობერტ - ინგლისელი ქიმიკოსი და ფიზიკოსი.
1879 : ასათიანი, მიხეილ - ქართველი მწერალი
1914 : ჰალი - ინდოელი პოეტი და ლიტერატურათმცოდნე.
1993 : გამსახურდია, ზვიად - ფილოლოგი, მწერალი, საქართველოს პრეზიდენტი
დღესასწაულები 
მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმინდა მოწამენი: სებასტიანე და მეგობარნი მისნი: ნიკოსტრატე, მეუღლე მისი ზოია, კასტორი, ტრანკვილინე ხუცესი და ძენი მისნი: მარკელინე და მარკოზ დიაკონნი, კლავდი ციხის უფროსი, ძე მისი სიმფორიანე, ძმა ვიქტორინე, ტიბურტი და კასტული
მოდესტოსი – იერუსალიმელი მთავარეპისკოპოსი
ფლოროს ამიელი
მიქაელ აღმსარებელი
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 765 | დაამატა: xuco | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
არქივი
Block title
Copyright MyCorp © 2025
Free site builder - uCoz