ძველი აცტეკების ე.წ “მაია ტომის” სასწაულ მოქმედი კალენდარის მიხედვით დედამიწის დასასრული იქნება, 2012 წელს არქეოლოგებმა გაშიფრეს მაიას ტომის კალენდარის სიმბოლოები და განაცხადეს რომ ზუსტი თარიღი იქნება 21 ან 23 დეკემბერი. სიმართლეა ეს თუ არა? მსოფლიო მეცნიერთა ერთობამ ე.წ “ნასა”-მ განაცხადა, რომ 2012-ი წელი იქნება სრულიად ჩვეულებრივი როგორც სხვა დანარჩენი და 21-23 დეკემბერიც იქნება სრულიად ჩვეულებრივი როგორც სხვა დანარჩენი თარიღი. რამ მიიყვანა ნასა ამ განცხადებამდე და რა იყო მათი გამოკვლევა? ნასას ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.nasa.gov) წერია, რომ მსგავსი შემთხვევა იყო უკვე ნაწინასწარმეტყველევი (2003 წელი) და არაფერი არ მომხდარა, მაგრამ მოდით გადავხედოთ ფაქტებს, 2003 წელს დედამიწას ჩაუფრინა უზარმაზარმა მეტეორმა სულ რაღაც კილომეტრებით. ნასას ოფიციალურ ვებ გვერდზე არ წერია არავითარი მეცნიერული გამოთვლა მხოლოდ ამოუცნობ და ჯერ არ მომხდარ ფაქტზე, კატასტროფულ თარიღზე ანუ 21-23.12.2012 ასევე გლობალურ დათბობაზე ხოლო დანარჩენს რასაც გადახედავთ ნასას ოფიციალურ ვებ გვერდზე, ყველაფერი არის აღწერილი მეცნიერული ენით და მათი 100% იანი გამამართლებელი საბუთებით. ასევე არ წერია არავითარი მეცნიერული გამოკვლევა და გამოთვლა დღეს-დღეობით ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ვირუსზე “H1N1″ რომელზეც საქართველოს ფარმაცევტიკამ გააკეთა 2.000.000 ლარზე მეტი წელს, როდესაც საქართველოში არ არის არავითარი საფრთხე ამ ვირუსის მაგრამ შევეხოთ ისევ ფაქტებს, ეს ვირუსი დღესაც კი ღუპავს უკრაინის მოქალაქეებს და რატომ არ ვიცით ეს? ამ კითხვაზე თქვენ გაეცით პასუხი თქვენ თავს. რატომ არ არის ამ ვირუსზე არაფერი დაწერილი მეცნიერული თვალსაზრისით? და რატომ არ არის პირდაპირი ტრანსლაცია იმისა თუ როგორ იღუპება უკრაინაში ხალხი? და ძალიან გთხოვთ როდესაც შევეხე იმას, რომ მეცნიერული თვალსაზრისით არ არის არაფერი დაწერილი H1N1-ზე ნუ გაგახსენდებათ საქართველოს “ფლაერები” რომელიც არის ქართველის დაწერილი და რომელშიც წერია, რომ “ყველა გრიპი არის ღორის გრიპი” მედიცინური ენით, როგორც ზემოთ ვახსენე ამ სლენგით საქართველოს ფარმაცევტიკამ გააკეთა 2.000.000 ლარზე მეტი. როგორც ექიმები და ვირუსოლოგები ამბობენ სამედიცინო პრედაპარატი უკვე არის გაყიდვაში რომელსაც ქვია “ტამიფლიუ” და კურნავს ღორის გრიპს მაშინ ერთ კითხვაზე ვერ გავეცი პასუხი ჩემს თავს, რატომ არის უკრაინის საზღვრები ჩაკეტილი და რატომ არ მუშაობს არცერთი აეროპორტი უკრაინაში? ყველასთვის არის ცნობილი, რომ ნასას მეცნიერული ორგანიზაცია მიეკუთვნება ამერიკის თეთრ სახლს და ასევე ყველასთვის არის ცნობილი პანიკა და ქაოსი რისი ტოლია. ძალიან ბევრ ვებ გვერდებზე (მაგალითი: http://www.2012officialcountdown.com/?a=joppe) ინტერნეტში წერია, რომ ამერიკის მთავრობა არ ამბობს სიმართლეს, ნასას ვებ გვერდი რომელიც მე მოვიყვანე მაგალითად არის ერთ-ერთი დამამტკიცებელი საბუთი იმის, რომ ამერიკის თეთრ სახლს სრულიად არ აწყობს პანიკის გამოწვევა როდესაც ამდაგვარი რამ არის მათ ყურამდე მისული თქვენც დაფიქრდით და პასუხი გაეცით ამ კითხვაზეც თქვენს თავს, რომ გამოვიდეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა და რომ განაცხადოს “ახლოვდება მსოფლიოს დასასრული” ეს რისი ტოლი იქნება?
რატომ მგონია რომ ეს სიმართლეა? ჩვენმა საყვარელმა ნასას მეცნიერებმა დიდი ხნის წინათ 2000-წელს როდესაც იკვლევდნენ 2003 წელს, განაცხადეს სრულიად იგივე რასაც ახლა აცხადებენ. ნასას მეცნიერთა ორგანიზაცია მაიას ტომს იცნობს 1970 წლიდან მათი პირველი გამოკვლევა მაიას ტომში იყო – მათი კალენდარი კერძოდ “260 კატასტროფული დღე”, რომელიც არის მომხდარი ძალიან დიდი ხნის წინათ და ოფიციალურად დამტკიცებული, რომ ეს 260 დღე არის სრულიად სიმართლე, ხოლო ახლა პანიკის არ გამოწვევის შემთხვევაში 2012 წელი არის ტყუილი. ბიბლიის მიხედვითაც 2012 უფლის მეორედ მოსვლის მხრივ უტოლდება სიმართლეს მაგრამ მეორე მხრივ არ უტოლდება, რადგან ნოეს კიდობანში უფალმა თქვა,რომ წარღვნა აღარ მოხდება. რატომ არ არის ეს სანერვიულო და გამოსაძიებელი ფაქტი როდესაც ამდენი დამამტკიცებელი საბუთია წარმოდგენილი მსოფლიო მთავრობის ტყუილისა რომელსაც არ ვაკვირდებით აზრობრივად? მსოფლიო აღსასრული არა მარტო უძველესი აცტეკების მაიას ტომის კალენდარის მიხედვით არის ნახსენები, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი წინასწარ მეტყველიც არის ალაპარაკებული ამაზე, რომლის სახელია “მიშელ დე ნოსტრადამუს” წიგნი იყო აღმოჩენილი იტალიის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში 2005 წელს მაისში, წიგნი არის ცნობილი როგორც “ნოსტრადამუსის კოდი” რომელიც არის დაწერილი “ოტარიო სეზარ რამოტის” მიერ. ნოსტრადამუსის კოდში არის ნახსენები 3 ანტიქრისტე, ასევე წიგნში არის ნახსენები რომ პირველი 2 ანტიქრისტე იქნებიან დამარცხებულნი, მაგრამ მესამეს დამარცხება უკვე შეუძლებელი იქნება. ისევ და ისევ მეცნიერების გამოთვლების მიხედვით ეს 2 ანტიქრისტეები რომლებიც დამარცხდნენ არიან ნაპოლეონ ბონაპარტე და ადოლფ გიტლერი ხოლო წიგნის მიხედვით მესამე არის მუსლიმური სისხლის და მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს იქნება მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ტერორისტი უსამა ბენ-ლადენი. ეს კი 2012-თან დაკავშირებული იმით არის რომ 2008 წელს რამოდენიმე ცნობილმა წინასწარმეტყველმა განაცხადა, რომ ანტი ქრისტე უკვე 2 წელია რაც დაიბადა და ასევე ეს წიგნი აღწერს მესამე მსოფლიო ომს. მეორე წიგნი კი რომელიც არის თვით ნოსტრადამუსის დაწერილი და რომელსაც ქვია “Ophiuchus” (Ophiuchus – იგივე დაწყევლილი ნიშანი, მეცამეტე ზოდიაქოს ნიშანი რომელიც გამორიცხეს ზოდიაქოს ნიშნებიდან რადგან ამ ნიშნნის ქვეშ იქნა დაბადებული მხოლოდ ერთად-ერთი ადამიანი და მისი სახელია ნოსტრადამუსი) ცნობილი როგორც “დაკარგული წიგნი” აღწერს, კატასტროფას ჯერ არ მომხდარ კატასტროფას რომელიც მთელს კაცობრიობისათვის საბოლოო კატასტროფა. სხვა და სხვა არქეოლოგების თქმით წიგნში არის ნახსენები მსოფლიო კრიზისი, აღსასრული და დანარჩენი 3 გვერდი კი დაკარგულია.